პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

“შეწყალება ეკლესიის წიაღში და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება, სხვა შემთხვევაში ეკლესია მოახდენდა შეწყალებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად, საშობაოდ გამოსცა.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა ნოემბერში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები