ძმის სახლის და მანქანების დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაცს, რომელიც ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ანა არონიას შუამდგომლობა.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, რომელსაც სსკ-ის 151-ე და 187-ე მუხლებით წარედგინა ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები