“დაავადებათა კონტროლის ცენტრი”: გრიპის გართულებების შემთხვევები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა.

გასული კვირის მონაცემები “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” საიტზე გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის (წლის 52-ე კალენდარული კვირა) სტატისტიკას აღემატება, რომელიც 277-ს შეადგენდა.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინფექციის გართულებების მაჩვენებელი შემცირებულია.

ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები