დღეიდან ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

დღეიდან 3 იანვრამდე ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ე.წ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს.

როგორც ე.წ უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი გამშვები პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ე.წ საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო დაიხურა.

უსაფრთხოების სამსახურის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები