„ჯორჯიან მანგანეზმა“ ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ზრუნვის ფარგლებში ახალი თბომავლები შეიძინა
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ზრუნვის ფარგლებში დაპირებების შესრულებას აგრძელებს. კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში ახალი თაობის თბომავლების შეძენა დაანონსა და ამის საპასუხოდ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ TEM2 და TEM-2-U ტიპის ორი თბომავალი შეიძინა.
თბომავლების ტრანსპორტირება ჭიათურაში უკვე განხორციელდა და მადნის სარკინიგზო ხაზით გადაზიდვაში მონაწილეობას მომდევნო კვირიდან მიიღებენ. მაღაროებში მოპოვებული მადანი, თბომავლების მეშვეობით შემკრებმოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მის ტრანსპორტირებაზე სტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ მოხდება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში დაპირებების შესრულებას აგრძელებს. კომპანიამ ჭიათურაში ახალი თბომავლები შემოიყვანა, რომლებიც ამჟამად სატესტო რეჟიმში არიან და უახლოეს მომავალში თავის საქმიანობას შეუდგებიან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც კომპანიამ ქალაქს შესთავაზა,“ – აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოების პროცესების კოორდინატორმა ივა ხეთაგურმა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ, მან დამატებით ორი TEM2 და TEM-2-U ტიპისთბომავალი შეიძინა. ახალი თბომავლების შეძენა კომპანიას სამუშაოების შესრულების პროცესს გაუმარტივებს,“ – განაცხადა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რკინიგზის საამქროს უფროსმა ვასილ ტაბატაძემ.