სალომე ზურაბიშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს.

„დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები