ქუთაისის მერმა 2019 წლის ანგარიში ჟურნალისტებსა და მრჩეველთა საბჭოს  წევრებს წარუდგინა

2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები ქალაქს მერმა შეაჯამა.გიორგი ჭიღვარიამ  იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რაც მიმდნარე წელს ქუთაისის მასშტაბით განხორციელდა.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა 2019 წელს, ჩვენ ფაქტობრივად გადავჭერით ქალაქის გზების მნიშვნელოვანი ნაწილის პრობლემა. რა თქმა უნდა, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას უკვე გზებთან ერთად რეკრეაცულ ზონებზე, ასევე დავიწყებთ ფასადებზე მუშაობას. რათა ჩვენი ქალაქი იყოს ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი საქართველოში. ოპოზიციას სურს, რომ აფიქრებინოს ხალხს, რომ ქუთაისი გადათხრილია, თუმცა, საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებულია. 90-იანი წლების შემდეგ ქალაქში მაგავსი მასშტაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს არის რეალობა. ვისაც არ უნდა დანახვა, ვერ დაინახავს. გზების მთავარი პრობლემები მოვაგვარეთ, დროა ფასადების რეაბილიტაციაზე გადავიდეთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ის სოციალური პროექტებიც განიხილა ,რაც მიმდინარე წელს ქუთაისში განხორციელდა.
„სოციალური მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს ,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მომართვიანობა სამწუხაროდ გაზრდილია რაშიც 350 000 ლარს ვხარჯავდით ,წელს უკვე გათვალისწინებული გვაქვს 550 000 ლარი.რადგან არცერთი ბავშვი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს“ ,- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ 2020წელი ბევრად წარმატებული უნდა იქნება.
„2020წელი იქნება კიდე უფრო მეტად იქნება წარმატებული პროექტების განხორციელების კუთხით. ასევე რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ავტოპარკის მშენებლობას და 60 ახალი ავტობუსი შემოვა ქალაქში. ეს ტრანსპორტი ასევე გათვლილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე”, – აღნიშნა ქუთაისის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები