ხულოში მრავალშვილიან ოჯახებს და 18 წლამდე შშმ პირებს საჩუქრად საახალწლო ნობათები გადაეცემათ
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხის ძირითად ნაწილს სხვადასხვა სოციალური მიმართულებით დახარჯავს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებული 92 მოქალაქეს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150-150 ლარის ოდენობით.
8 და მეტ შვილიან 102 ოჯახს და 18 წლამდე 88 შშმ პირს საჩუქრად საახალწლო ნობათები გადაეცემათ.