გორის მერმა ობოლ და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დედ-მამით ობოლ და 6 და მეტშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს სურსათისა და ტკბილეულის პაკეტები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
ახალი წლის დადგომამდე, მერი პირადად კიდევ 13 ოჯახის 50 პატარას ეწვევა.
ბავშვების გარდა, საახალწლო ტკბილეულს 100 წელს გადაცილებული მოხუცები და ის მიუსაფარი ოჯახები მიიღებენ, რომლებიც მერიამ დროებით საცხოვრებელ კოტეჯებში დააბინავა.