ნათია თურნავა: 2020 წელს 13 ახალი ენერგეტიკული ობიექტის, მათ შორის რვა ჰესის მშენებლობა იგეგმება

ეკომომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს ჯამში 13 ახალი ობიექტის, მათ შორის რვა ჰესის მშენებლობა იგეგმება.

თურნავას თქმით, მომავალ წელს 14 ახალი ჰესი და ერთი თბოელექტროსადგური შევა ექსპულატაციაში, რომელთა ჯამური სიმძლავრე 500 მეგავატი იქნება.

„2018-2019 წელი იყო ამ გამოცდილების დაგროვების წელი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება, ეს ცოდნა შევიძინეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ეს ტენდენცია უკვე გადატეხილია არსებითად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში რაღაც დიდად გაპრობლემდა, არასწორი იქნება. მოვახერხეთ და გარდავტეხეთ ტენდენცია. ამ სექტორში წინსვლა არის ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას ინფორმაციით, 2019 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ექვსი ახალი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 58 მგვტ, რომლებშიც ჯამში 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
მისივე განმარტებით,ყველა პროექტთან მიმართებაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ინვესტორებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები