თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში „ვიკიპედიის“ ბლოკირება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში 2017 წლიდან „ვიკიპედიის“ ბლოკირება ადამიანის უფლების დარღვევას წარმოადგენს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიკიპედიის დახურვა სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
2017 წლის აპრილში თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირის საბჭომ განაცხადა, რომ „ინტერნეტ-მაუწყებლის შესახებ და ამ სფეროში ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის“ კანონის შესაბამისად, ჩატარებული „ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, wikipedia.org-ის მიმართ ადმინისტრაციული ზომები ტარდება“ და მასთან წვდომა იბლოკება.
აღნიშნულ კანონპროექტს თურქეთის ოპოზიცია აკრიტიკებს, რადგან თვლის რომ ის არამხოლოდ სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, არამედ მნიშვნელოვნად ზღუდავს ინფორმაციასთან მოქალაქეების წვდომას.
გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირის სამინისტრომ ტერორიზმთან ბრძოლა დაასახელა, „ვიკიპედია კი, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯს ლახავს“.