მომავალ წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.7 პროცენტს აზერბაიჯანიდან მიიღებს

წინასწარი პროგნოზის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა 2.57 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის გაზის ბალანსი დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,2.39 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ მთლიანი მოცულობის 92.7 პროცენტს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს, მათ შორის „სოკარისგან“ 1.51 მილიარდ კუბურ მეტრს, შაჰ-დენიზის საბადოდან კი 873.8 მილიონ კუბურ მეტრს.
დარჩენილ დეფიციტს საქართველო რუსეთიდან და ადგილობრივი მოპოვებიდან შეავსებს. 2020 წელს რუსეთიდან 169.9 მილიონი კუბური მეტრი ( 6.6 პროცენტი) აირის მიღებაა გათვალისწინებული, ხოლო ადგილობრივი მოპოვების საპროგნოზო მოცულობად 17.9 მილიონი კუბური მეტრი განისაზღვრა (0.7 პროცენტი).
მომდევნო წელს კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 911 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობად 1.6 მილიარდი კუბური მეტრი განისაზღვრა, საიდანაც 600 მილიონ კუბურ მეტრი თბოსადგურებისათვის არის განკუთვნილი,ხოლო დარჩენული ერთი მილიარდი მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები