ფილიპინებს ტაიფუნი „ფანფონი“ დაატყდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყანაში წყალდიდობაც გამოიწვია. ქარის სიჩქარე 150კმ/ს აღწევდა.
58 ათასზე მეტი ადამიანი შტორმის დაწყებამდე იქნა ევაკუირებული, 15 ათასი ადამიანი ბორანების მოძრაობის შეჩერების გამო, პორტებში ჩარჩა. ათობით ავიარეისი გაუქმდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის 13 წლის ბიჭია, რომელსაც დენმა დაარტყა.
ყოველწლიურად ფილიპინებზე საშუალოდ 20-მდე ტაიფუნს ებრძვიან.