ლარი დოლართან მიმართებაში 0.0066 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0066 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8746 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8680 ღირდა.
0.0134 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1888 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1754 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები