თბილისში ბუნებრივი აირის გადასახადი მცირდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება.

როგორც დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, გაზის სამომხმარებლო ტარიფი დედაქალაქში 46.137 თეთრამდე მცირდება.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, ტარიფის შემცირება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ,რომ წელს გაზის სამომხმარებლო ფასი 46.139 თეთრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები