დავით ბაქრაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს არ გააჩნია გადაუჭრელი საკითხები

“აშშ-ის პოლარიზებული, ცვალებადი პოლიტიკური დინამიკა და საქართველოში არსებული მწვავე შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების გზაზე მთავარი გამოწვევაა”, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციით არის გამყარებული.

“ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიც განაპირობებს იმას, რომ ბევრ საკითხზე ჩვენს მეგობრებთან არაერთგვაროვანი და ძალიან წინააღმდეგობრივი გზავნილები მიდის. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციით არის გამყარებული, პარლამენტის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღნიშნულია, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს გადაუჭრელი საკითხები არ გააჩნია.

„ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიც განაპირობებს იმას, რომ ბევრ საკითხზე ჩვენს მეგობრებთან არაერთგვაროვანი და ძალიან წინააღმდეგობრივი გზავნილები მიდის. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციით არის გამყარებული, პარლამენტის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღნიშნულია, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული წარმატება გამყარებული უნდა იყოს ჩვენი მხრიდანაც ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით, მაგრამ შიდა პოლიტიკის გააქტიურება იწვევს იმას, რომ ეს დისკუსია სცდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გადადის ისეთი გზავნილების მიტანაში, რომელიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს. ამის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი კარგი მეგობრების ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის წერილი. ცვალებადი პოლიტიკური დინამიკა თავად აშშ-ში ან მათ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში გარკვეული, თუმდაც მცირედი გადახრა, შესაბამისად იწვევს ჩვენი მხირდან ამ დინამიკის აყოლის აუცილებლობას… ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიც განაპირობებს იმას, რომ ბევრ საკითხზე ჩვენს მეგობრებთან არაერთგვაროვანი და ძალიან წინააღმდეგობრივი გზავნილები მიდის. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციით არის გამყარებული, პარლამენტის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღნიშნულია, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული წარმატება გამყარებული უნდა იყოს ჩვენი მხრიდანაც ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით, მაგრამ შიდა პოლიტიკის გააქტიურება იწვევს იმას, რომ ეს დისკუსია სცდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გადადის ისეთი გზავნილების მიტანაში, რომელიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს. ამის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი კარგი მეგობრების ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის წერილი” – აცხადებს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-სთან პარტნიორობის ძლიერ მხარეებს, ერთ-ერთ ასეთ მთავარ ფაქტორად დასახელდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობებში. ბაქრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები