რომან გოცირიძე: სასჯელაღსრულების დაწესებულებები შევარდნაძის დროინდელს დაემსგავსა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა.

“მცირეოდენი გამონათება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში პირველი ორი წლის განმავლობაში. რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და უკვე, ნელ-ნელა, ესეც ჩამოიშალა და დაემსგავსა შევარდნაძის დროინდელ დაწესებულებას. ანუ, ვერაფერს, ვერცერთ სფეროს ვერ ნახავთ, სადაც შეიძლება რაიმე წინსვლა ყოფილიყო ამ 7 წლის განმავლობაში,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ჩატარდა. ანგარიშში მითითებულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები