ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს საჩუქრები გადაეცათ.
საახალწლო საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან 59 993 ლარი გამოიყო. თითო საჩუქრისთვის 28ლარი და 10 თეთრი დაიხარჯა.
სოციალურ საკითხთა სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კობა ბუცხრიკიძის თქმით , საახალწლო ნობათებს ბენეფიციარები სრულად მიმდინარე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით მიიღებენ.