კახა კალაძე: თბილისში სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტი რეკორდული მაჩვენებლის იქნება და სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მალე, არამარტო პარკს შევცვლით, არამედ დავამატებთ ავტობუსებს და იქ, სადაც დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, მოგვარდება და მოწესრიგდება.

​თბილისის წლევანდელი ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა – სხვადასხვა მიმართულებით 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება
ყველა რაიონში არსებობს ქუჩები, უბნები, სადაც გვაქვს ინფრასტრუქტურის პრობლემები და თანხების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ზუსტად ამ პროექტების განსახორციელებლად, რომ მოვაწესრიგოთ ქუჩები, უბნები, რაიონები თავისი ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 28 პროცენტი იქნება. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რჩება ოჯახები, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები