საბერძნეთში თურქი დიპლომატის მანქანა დაწვეს

სალონიკში თურქი დიპლომატის ავტომობილი დაწვეს. მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა, ავტომობილის საბურავებს საწვავი მიასხეს.

მომხდარის კომენტირებისას თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ჰამი აქსოიმ თქვა, რომ მომხდარი არის აღმაშფოთებელი ფაქტი.

„მოვუწოდებთ საბერძნეთის ოფიციალურ სტრუქტურებს, მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს ეფექტურად შეებრძოლონ და თურქეთის დიპმისიის თანამშრომელთა უსაფრთხოება უზრუნველყონ“,-თქვა აქსოიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები