ანრი ოხანაშვილი: კიდევ ერთხელ მოხდა თითქოს პროდასავლურობის და რეფორმების მსურველი ჯგუფების ლუსტრაცია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს, ასევე მხარს უჭერს დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე.
“არც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და არც მისმა სატელიტმა ე.წ. ევროპულმა საქართველომ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონის მიღებას.
ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია ამ მავნებელი ჯგუფების თითქოს პროდასავლურობის და რეფორმების მსურველობის”, – წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.