ერეკლე კუხიანიძე: საქართველოში სისტემური დემოკრატიის ერთადერთი შემომტანი მე ვიყავი

გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერ-მატრაბაზის გიჟური გამოხტომები, რომელიც ცდილობს, ფსიხოზში შეიყვანოს ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოუვა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ის სადეპუტატო მანდატის დატოვებას არ აპირებს.

“გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერ-მატრაბაზის გიჟური გამოხტომები, რომელიც ცდილობს, ფსიხოზში შეიყვანოს ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოუვა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ეს არ გამოუვიდეთ. მანდატს არ დავტოვებ! მე ეს მანდატი მჭირდება. ჩემს ცხოვრებაში არავის ვეპოტინებოდი და არავის არაფერს ვთხოვდი. ჩემით მიცხოვრია ისე, როგორც მიცხოვრია, გამიკეთებია ის, რაც გამიკეთებია. ერთადერთი ალბათ, საქართველოში სისტემური დემოკრატიის შემომტანი ვიყავი მე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შემოვიტანო და დავნერგო”, – აღნიშნა ერეკლე კუხიანიძემ.

თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი, ერეკლე კუხიანიძე გახდა. ლევან ხაბეიშვილი კომისიის სხდომაზე სწორედ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ყოფნას აპროტესტებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები