საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა. “ბიჭოთი ნუ მელაპარაკები, შე უზრდელო”, – მიმართა დოხტურიშვილმა ხაბეიშვილს.

ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები