რატი იონათამაშვილი: “ნაცების” ბოტების ქარხანა განსაკუთრებულად უღირსი და უზნეო მეთოდებით მებრძვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მის მიმართ გამოქვეყნებულ ბულინგის შემცველ პოსტს ეხმიანება.

მისი თქმით, “ნაცების” ბოტების ქარხანა უღირსი მეთოდებოთ ებრძვის და სიცრუით და ცილისწამებით სცადეს მისი დაზიანება.

“ორი დღეა, “ნაცების” ბოტების ქარხანა, განსაკუთრებულად უღირსი და უზნეო მეთოდებით მებრძვის. პირველ ჯერზე, არ ვიკადრე დაპასუხება, ისედაც, ჩემთვის სრულიად უცნობმა ხალხმაც კი, ისე სასტიკად უპასუხა და გადაუარა, რომ ჩემგან აღარ იყო საჭირო რაიმეს დამატება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სწორი დასკვნები გამოეტანათ, როგორც სჩვევიათ, კიდევ უფრო დაიბოღმნენ და ჩვეული სიცრუით და ცილისწამებით სცადეს ჩემი დაზიანება.

პირველი, “ნაცებისგან” განსხვავებით, მე ჩემი ნაცხოვრები წლების და ბიოგრაფიის თითოეული დღით ვამაყობ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე და შევცვალე უკეთესობისკენ. მათ კი რცხვენიათ საკუთარი წარსულის, ეზიზღებათ აწმყო და ეშინიათ მომავლის. სწორად კი გეშინიათ, ფარჩაკებო, რადგან აქ არის მთავარი განსხვავება, ჩვენს შორის.

ახლა იმ სურათის შესახებ, რომელიც სინამდვილეში საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. მე 2004 წლიდან ვარ შშმ პირთა სამოქალაქო მოძრაობაში. ბევრი პროტესტი გვქონია, ხან ყვითელ არაადაპტირებულ ავტობუსებს ვაპროტესტებდით, ხან არაადაპტირებულ გარემოს, ხან გადასასვლელი ხიდის საშინელ პანდუსებს, ხან პარკინგი რომ არ გვოქნა, იმას, ხან პლეხანოვი რომ გაკეთდა და ერთი პანდუსიც არ მოეწყო, პარაოლიმპიური კომიტეტი როგორ წაგვართვეს, ეგ ცალკე ისტორიაა და სხვა დროს მოვყვები. ამ აქციებზე იყო, რომ ხან ძალას იყენებდნენ, ხან კიდე გასანეიტრალებლად მოდიოდნენ, რას აპროტესტებთ, იქნებ გეთანხმებით, ვიმეგობროთო, თუ ვინმეს ვიცნობდით, იმას აგზავნიდნენ. ყველაზე უბადრუკი ის არის, რომ აქცია, რომელიც რეალურად საპროტესტო იყო და ეტლით მოსარგებლეები ვაპროტესტებდით პარკინგზე ჩვენი უფლებების არ არსებობას და არადაპტირებულ გარემოს, სხსვანაირად უნდათ წარმოაჩინონ. არც ამჯერად გამოგივათ რამე, თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი მონების იქით, არ მუშაობს!

გავაზიარებ იმდროინდელი საპროტესტო აქციების რამდენიმე ფოტოს და კიდევ ბევრი მაქვს არსენალში, ფოტოებიც და ვიდეოც. ბოლომდე გაგაფარჩაკებთ, არც იოცნებოთ! #მავნებლებიარიცვლებიან,”- წერს რატი იონათამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გვერდზე სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების დასაცინი სააგენტოს”, გვერდზე, რატი იონათამაშვილის მისამართით პოსტი გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები