საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძარს 80-მდე მაშველი ებრძვის
საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძარია. ცეცხლი დაბალ ბალახსა და ეკალ-ბარდებს უკიდია. ცეცხლის გავრცელების არეალი დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას სართხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას ” განუცხადეს, რომადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი და 5 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული. ამ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.