ლანჩხუთში, სოფელ მამათთან ხანძარია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათთან ხანძარია. როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ფოთლებს და ეკალბარდებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი, აცანამამათის საზღვარზე, ფოთლოვან ტყეში გაჩნდა.

“რეგიონულ კვირასთან“ საუბარში, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მამათში, გელა პატეიშვილი აცხადებს, რომ ხანძარი ტერიტორიაზე გუშინ გვიან ღამე შენიშნეს.

“მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზეა, ფაქტობრივად ორაგვეაცანის ტერიტორიაა, შუაგულ ტყეში. იმის გამო, რომ საკმაოდ მიუვალი ადგილია, წუხელ ვერ შეძლო სახანძრო სამაშველო სამსახურმა ხანძრის კერასთან მისვლა, ისეთი ადგილია, ტექნიკა ვერ მუშაობს, ხელით ხდება ხანძრის ქრობა. ვებრძვით კერებს. გურიის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურთან ერთად, ხანძრის ქრობის პროცესში ადგილობრივებიც იღებენ მონაწილეობას. ძირითადად გამომშრალი ფოთლები იწვის, წიწვოვანი ტყე იქ არ არის“,- განაცხადა გელა პატეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები