დავით ნარმანია: გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით

გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე განვიხილეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები. სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი ფასის დადგენა, რომლის საფუძველზეც შემდეგ უკვე უახლოეს დღეებში დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით”, – განაცხადა ნარმანიამ.

„თბილისი ენერჯის“ ახალი ტარიფი 25 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს, „სოკარ ჯორჯიას“ და „საქორგგაზის“ კი 27 დეკემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები