ყოფილი სპეცრაზმელი: დამკითხეთ, ჩემი ჩვენება საკმარისია, რომ გიგა ბოკერია ციხეში სამუდამო პატიმრობაში დალპეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ყოფილი სპეცრაზმელი ნიკა ბერიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.

ბერიძის თქმით, ბოკერია 2006 წლის 27 მარტს, ავტომატიდან პატიმრებს მის თვალწინ ესროდა. ყოფილი სპეცრაზმელი პროკურატურას დაკითხვის თხოვნით მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ჩვენება ბოკერიას დასაკავებლად საკმარისი იქნება.

“2006 წლის 27 მარტს, შუაღამისას, სახლში ტელეფონით დამიკავშირდნენ და სასწრაფოდ შეკრებაზე გამომიძახეს. ეს ერთ რამეს ნიშნავდა, ქვეყანაში რაღაც სერიოზული ხდებოდა. ნახევარ საათში უკვე კახეთის გზატკეცილზე, ნაცმოძრაობის ცენტრალური ოფისის მოპირდაპირე მხარეს ვიყავი. კიდევ სადღაც ნახევარ საათში უკვე ორთაჭალის ციხის ალაყაფის კართან აღმოვჩნდი. როგორც გვითხრეს, პატიმრებმა, “ბუნტი” მოაწყვეს და წესრიგი უნდა დაგვემყარებინა. იქ უკვე იყო ასე ოციოდე ადამიანი, როგორც ჩანს, პატიმრების ოჯახის წევრები, ვინც შეიტყო პატიმრებისგან ამ არეულობის შესახებ და მალევე მივიდა ციხესთან. ჩვენი სპეცრაზმელები ე.წ. ტენტირებულ “კამაზში” ისხდნენ და იქიდან დავინახე, რომ ალაყაფთან იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა, სახანძრო და კიდევ სპეცდანიშნულების დაჯავშნილი მანქანა “ტომა”, რომელიც წყლის ჭავლს გამოსტყორცნის მიტინგებისა და დემონსტრაციების დასაშლელად. მოკლედ, ჩვენ “კამაზით” შევედით ციხის შიდა ეზოში. იქ იდგა, “შავნაბადის” ანტიტერორისტული ცენტრის “ბეტერი”. ეზოში დავინახე ას კაცამდე კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელი- ესენი იყვნენ როგორც “შავნაბადას” რაზმელები, ასევე ბაჩო ახალაიასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმელები. ასევე ავტომატებით იყვნენ მისი ძმა დათა (რომელიც მაშინ კუდ-ის დეპარტამენტის უფროსი უყო) და მეგის ქარდავა. მთელი ეს ჯარი იდგა სახით ციხის კორპუსისკენ, რომლის ფანჯრებში ჩანდნენ პატიმრები, რომლებიც ყვიროდნენ და აპროტესტებდნენ, როგორც მათ “ციხის მაყურებლებმა”, უთხრეს, ქურდების ცემას.
ფანჯრებიდან ცვიოდა ჭურჭელი, ცეცხლმოკიდებული ნივთები- მოკლედ ერთი გნიასი იყო. ჰოდა, ჩვენი მისვლიდან ხუთ-ათ წუთში, ამ პატიმრების ხმაურში, ბაჩო ახალაიამ გადატენა ავტომატი და დაიყვირა, მიუშვით ამათი ქათამი დედას შევ…იო და მართლაც მიუშვეს ავტომატის ჯერი ციხის კედლებს და საკნების ფანჯრების გისოსებს. თან ისროდნენ ე.წ. ტრასირებული ტყვიებით, ღამით, რომ ანათებს. ისროდნენ ახალაია, მისი ძმა დათა, მეგის ქარდავა და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. ჩვენ ახალაიას ბრძანებას არ ვემორჩილებოდით, სროლის ბრძანება ჩვენთვის არც მოუცია. ამასობაში გამოჩნდა გიგა ბოკერია. მხარზე მასაც ავტომატი ეკიდა- “აკაეს-უ”. ბოკერიამ ესენი კიდევ ცოცხლები არიან, ამათი დედები მოვ…ო და მანაც მიუშვა ჯერი ციხის ფანჯრებისკენ. თან ბაჩო ახალაიას მიუთითებდა საითკენ ესროლათ, იმისდა მიხედვით, ციხის რომელ ფანჯარაში გამოჩნდებოდნენ პატიმრები. მე პირადად გამოვიტანე საკნებიდან 2 გვამი. ეზოში, სადღაც, 10 ცხედარი ესვენა… რამდენი დაიჭრა და რამდენი მოკლეს სულ, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ ამ სასაკლაოში პირადად მონაწილეობდა ბოკერია და ისიც ფაქტია, რომ ბოკერია ამ “ბუნტის ჩახშობისას” პირადად სააკაშვილის მიერ იყო მოვლინებული, ანუ სააკაშვილის ბრძანებების გარეშე ამ სასაკლაოს მოწყობას ვერავინ გაბედავდა. მოკლედ, მივმართავ გენპროკურატურას- დამკითხეთ! მხოლოდ ჩემი ეს ჩვენებაც საკმარისია, რომ გიგა ბოკერია ციხეში სამუდამო პატიმრობაში დალპეს. რაც მე “ასავალ-დასავალს” მოვუყევი, იმას ფიცის ქვეშ გავიმეორებ ბოკერიასა და სააკაშვილის სასამართლო პროცესზე! ეს “ნაცფაშისტური” ბანდა სამარადჟამოდ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა”, – განაცხადა ბერიძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს.

მისი გამოკითხვა წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები