გორის მერიასთან ჯარიაშენის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას აპროტესტებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მერიის წინ შეიკრიბა და სოფლის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება გააპროტესტა. საუბარია 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 90-იან წლებში ადგილობრივები როგორც სახნავ-სათესად, ასევე საძოვრებად იყენებდნენ. მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა, რომლის განმარტებითაც აღნიშნული სასოფლო-სამეუნო სავარგულის გასხვისება 2003 წელს 20 წლის ვადით წინა ხელისუფლების დროს მოხდა.
„როგორც მერმა განგვიცხადა, არ აქვს უფლება ტექნიკის გაჩერების, რომელიც ამ წუთებში მუშაობს. ამ ტერიტორიებს საძოვრებად ვიყენებდით. ახლა მოგვიწევს საქონლის გაყიდვაც. 2023 წალმდე იჯარით არის გაცემულიო და გვითხრა, რომ მოვნახოთ ადვოკატი და სასამართლოს გზით დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და მივმართავთ ყველა ძალას, რომ მიწის ნაკვეთი დავიბრუნოთ“, – აბობს ჯარიაშენელი ელდარ გოგიაშვილი.
„როდესაც მოვითხოვეთ რეესტრიდან ამონაწერი, იქ ჩანს, რომ ეს სასოფლო-სამეუნრეო მიწის ნაკვეთი 2003 წელს 20 წლის ვადით ერთ-ერთ კოპერატივზეა გაცემული. თუმცა რეესტრის ამონაწერში ჩანს, რომ ეს სავარგული ახალუბანს ეკუთვნის. მოსახლეობა დავობს, რომ იმ პერიოდში აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით მოხდა. ამ დროისთვის რაც შემიძლია ჯარიაშენის მოსახლეობას ვუთხრა არის, რომ მიმართონ სასამართლოს და სამართლევრივად გადაწყდეს ეს პრობლემა”, – თქვა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები