“შემოქმედებითი ნაპერწკლის” 2018-2019 წლების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ბრიტანეთის საბჭომ და „შემოქმედებითი საქართველო“ პროგრამის “შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2018-2019 წლების საქმიანობა შეაჯამეს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს: სტუდენტებს, აკადემიური, კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ირმა რატიანი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე მიესალმნენ.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაეცნო შემოქმედებითი ნაპერწკლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები და მიღწევები; გააღვივებინა დიალოგი სტუდენტებს, აკადემიური, არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, განათლების სისტემაში შემოქმედებითი მეწარმეობის დანერგვის მნიშვნელობაზე; ხელი შეეწყო შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორში ჩართული ან/და სექტორით დაინტერესებულ ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბების, ინფორმაციის გავრცელებისა და გაზიარებისთვის.

შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიში 2018-2019 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ და განხილულ იქნა როგორც ამ პერიოდის მიღწევები თუ გამოწვევები, ისე უმაღლეს განათლებაში მეწარმეობითი აზროვნების ინტეგრირების ხედვები და პროგრამის ფარგლებში განვითარებული სტუდენტური ბიზნეს იდეები.

მოკლედ პროგრამის შესახებ:

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც 2018 წელს დაიწყო, და მიმდინარე წელს უნივერსიტეტებისა და შემოქმედებით ინსტიტუციების კიდევ 12 საერთაშორისო პარტნიორობა დააფინანსა – თითოეული შერჩეული პარტნიორობა – 40000 ფუნტამდე გრანტის ოდენობით.

პროგრამა მიზნად ისახავს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი), სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) და უკრაინაში. მთავარი ბენეფიციარები არიან უნივერსიტეტების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეწარმეები.

ბრიტანეთის საბჭოს შესახებ

ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში. გასულ წელს ჩვენ მივწვდით 80 მილიონზე მეტ ადამიანს, ხოლო ონლაინ, მაუწყებლობისა და პუბლიკაციების ჩათვლით – ჯამში 791 მილიონ ადამიანს. ჩვენ შეგვაქვს დადებითი წვლილი იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ვმუშაობთ- ვცვლით ცხოვრებას შესაძლებლობების შექმნით, კავშირების დამყარებით და ნდობის ჩამოყალიბებით. ბრიტანეთის საბჭო დაარსდა 1934 წელს როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სამეფო ქარტიით იმართება. www.britishcouncil.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები