კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ტურიზმის მინისტრი მანუელ მარერო კრუზი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
მანუელ მარერო კრუზი 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრია.
კრუსის წინამორბედი ფიდელ კასტრო იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შემდეგ კომუნისტური პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 2006 წელს მან ხელისუფლება საკუთარ ძმას – რაულ კასტროს გადააბარა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 12 წლის განმავლობაში ეკავა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წელს კონსტიტუციის შეცვლის შედეგად აღადგინეს. 56 წლის მანუელ მარერო კრუზს პრეზიდენტის მოვალეობების გარკვეული ნაწილი გადაეცემა.
თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილებები მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს და მთავარ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში კვლავ კუბის კომუნისტური პარტია და სამხედროები მიიღებენ.