იტალიაში მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი

იტალიის პოლიციამ, მაფიოზური კლანის „ნდრანგეთის“ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საუბარია კლანის მიერ ქალაქ ლომბარდსა და ვიბო ვალენტიას პროვინციაში ჩატარებულ უკანონო ქმედებებზე, რომელშიც პოლიციის ვარაუდით 416 ადამიანი იყო ჩართული.

დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, ადვოკატები, ბუღალტრები და სხვა ჩინოვნიკები.

კატანძარის პროკურატურის ხელმძღვანელის, ნიკოლა გრატერის თქმით, ოპერაცია 90-ანი წლებიდან ყველაზე მასშტაბურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები