კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 62 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის, 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორისაა არასრულწლოვანიც.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და #82 სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები