თბილისში, აეროპორტის გზაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულები უახლოეს კლინიკებში არიან გადაყვანილები.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.