ვენის საბალეტო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წონის შესანარჩუნებლად მოწევას ურჩევდნენ – შექმნილია კომისია
ვენის სახელმწიფო ოპერის პედაგოგები წონის შესანარჩუნებლად მოსწავლეებს მოწევას ურჩევდნენ. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური კომისიის მოხსენებაში, რომელიც აკადემიაში არსებულ გადამეტების ფაქტებს იკვლევს.
კომისიამ დაადგინა, რომ მოცეკვავეები სწავლების უმკაცრეს მეთოდებს, ასევე ცუდად კონტროლირებად მძიმე დატვირთვას აწყდებიან.
კომისიის ხელმძღვანელის სუზანა რეინდლ-კრაუსკოფის თქმით, მოსწავლეებს წონის შესანარჩუნებლად მოწევას ურჩევდნენ, მათდამი მიმართვის დროს კი, სახელს და გვარს კი არ იყენებდნენ, არამედ სახელს და ტანსაცმლის ზომას.
ვენის სახელმწიფო ოპერაში განაცხადეს, რომ მოსწავლეების გამოსვლების რაოდენობა შეამცირეს, ასევე აღნიშნეს, რომ მოხსენებას დეტალურად შეისწავლიან.
სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რომ აპრილში, ავსტრიულმა გაზეთმა Falter-მა გამოძიება ჩაატარა და მასალა სახელწოდებით, „ვენის საბალეტო სკოლაში მე-19 საუკუნის მეთოდებს იყენებენ“ გამოაქვეყნა.
გაზეთის მონაცემით, მოსწავლეები მუდმივად აწყდებიან დამცირებას, გოგონები კი ანორექსიამდე და ბულიმიამდე მიჰყავთ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მოსწავლემ განაცხადა, რომ მასწავლებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა.
ვენის სახელმწიფო საბალეტო სკოლა ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული საბალეტო სკოლაა, რომელიც 1771 წელს დაარსდა.