“ამ ცხოვრების დედაც” – რამდენიმე ქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა
“ამ ცხოვრების დედაც”; ,,ბოდიში ლუკა”; – საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თბილისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ. სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებმა გარდაცვლილი არასრულწლოვნის მშობლებისა და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოთქვეს.
,,პირველ რიგში როგორ დედას და ბებიას მსურს უსაფრთხო ქვეყანაში იცხოვროს ჩვენმა მომავალმა. ამას ვაპროტესტებდი, ვაპროტესტებ და მომავალშიც გავაპროტესტებ. მოვითხოვთ სახელმწიფოსგან უსწრაფეს რეაგირებასა და იმ ადამიანების დასჯას, ვისაც იოტის ოდენა დანაშაული მიუღვის ლუკა სირაძის გარდაცვალებაში”, – განაცხადა ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
სოლიდარობის აქციები თბილისის პარალელურად გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.
15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.