გორში დაშინების მიზნით გატაცებული ბიჭი “გორმედის” კლინიკაში მოათავსეს

გორში კომბინატის დასახლებაში ძალის გამოყენებით გატაცებული ბიჭი ამ დროისთვის “გორმედის” სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდას სახის არეში მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.
,,პაციენტი ცოტა ხნის წინ სახის არეში მრავლობითი დაჟეჯილობოთ არის შემოყვანილი. ამ დროითვის გამოკვლევები უტარდება. პაციენტს არ აღენიშნება სიცოცლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები”, –  ამბობენ “გორმედში”.

შეგახსენებთ, რომ 25 წლამდე მამაკაცი მანქანაში ძალის გამოყენებით  ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტი დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები