გორში დაშინების მიზნით 25 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან 25 წლამდე მამაკაცი მანქანაში ძალის გამოყენებით  ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას ” თვითმხილველი უყვება, შემთხვევა დღის 12:00 საათზე მოხდა.

“ხმაური ატყდა, რომ გამოვედი, დავინახე 25 წლამდე ბიჭს 4 მამაკაცი ძალის გამოყენებით სვამდა ოპელის მარკის ვერცხლისფერ ავტომობილში, თან იგინებოდნენ. შემდეგ კი მანქანა დიდი სიჩქარით დაძრეს. როგორც ვიცი 6- მდე ადამიანია დაკავებული”,- ამბობს  თვითმხილველი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები