ლარი 0.0257 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0257 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9044 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8787 ღირდა.
0.033 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2396 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2066 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები