ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შპს „არტსტუდიო პროექტის” მიერ შედგენილი ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის კვლევითი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ განაცხადა, პროექტის კონცეფცია ისეთ მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა.

ცნობისთვის, საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები