დავით ზალკალიანი: ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა დაგვთანხმდა, რომ ანიტას შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდება

ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა დაგვთანხმდა, რომ ანიტა ფაცაციას შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი თქმით, ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად დიპლომატიური კორპუსი მობილიზებულია.

“ჩვენი მოქალაქე, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ერთ-ერთ კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებითაც მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული, ჩართულია შესაბამისი საელჩოები იტალიაში, ბელარუსში, ინდოეთში. მე ვთხოვე ჩვენს ელჩს ინდოეთში, რომ არ დარჩეს ჩვენ დღევანდელ შეკრებაზე და გაემგზავროს ინდოეთში, რადგანაც ამ ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და დაგვთანხმდა ჩვენ ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია იქნას ჩატარებული. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ ამ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ”,- განაცხადა ზალკალიანმა.

ორი წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა – დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. ოჯახის ინფორმაციით სა­ჭი­როა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია უმოკ­ლეს ვა­და­ში ჩა­ტარ­დეს. ოჯახი ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ბავშვის მამის ინფორმაციით, “ანიტას მკურნალობას ვერცერთი კლინიკა ვერ ბედავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები