სატელევიზიო პოპური – ბაჩო და გური უყურებენ ქართულ მედიას – POSTV

როგორ შუქდება კვირის მთავარი მოვლენები ქართულ პოლიტიკურ მედიაში – კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია და ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ანალიტიკურ გადაცემაში ტელეკომპანიების “კავკასია“, “ტვ პირველი“ და “მთავარი არხი“ თოქშოუებზე საუბრობენ.

როგორც გადაცემის წამყვანები ამბობენ, ნათელია, როგორ ცდილობს “მთავარი არხი“ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოების შემდეგ გუბაზ სანიკიძის და ვალერი გელბახიანის აქტუალიზებას, დაჰყავს კომედიშოუებში და გადაცემებში და საყვარელ სტუმრებად მოიხსენიებს.

“გვარამიას დირექტორობით “რუსთავი 2”-ის მთელი არსებობის მანძილზე, გუბაზ სანიკიძე ერთხელ არ ჰყოლიათ სტუმრად, სანამ მიშა არ აუნთებდა მწვანეს. რადგან გუბაზი ლეგიტიმური ხდება, ის ლიბერალურ აქტივისტებშიც ლეგიტიმურია, მაშინ, როდესაც 2012 წელს შუაშისტებისთვის გუბაზ სანიკიძე “ქართული ოცნების“ ლიბერალურ იმიჯს აზიანებდა. პრინციპი ასეთია, რასაც უნდათ ილაპარაკებენ, ფილტრი ამათ არ აქვთ, მედიამონიტორინგის ენჯეოები ამათ არ ეხებათ, არასოდეს მათზე ცუდს არ იტყვიან, სანამ დაკვეთაა, რომ გააჟღერონ ოპოზიციური აზრი,“ – ამბობენ წამყვანები.

ავტორებისთვის მიუღებელია პარტიულ ტელევიზიებში იმ ჟურნალისტების მუშაობა, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერი გამოიარეს.

“გიორგი თარგამაძე, რომელიც თავად დაარბიეს და უშუალო მხსვერპლი იყო იმ ხელისუფლების და მედიაზე ზეწოლის, ახლა თავად გახდა შემსრულებელი. ეს არის სიგიჟის დაფუძნება, ეს ხალხს არ უნდა აკადრო,“ – ამბობს გური სულთანიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები