გორის დრამატული თეატრი ჰუიჯუს ოპერის დასს უმასპინძლებს
გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, 19 დეკემბერს ჰუიჯუს ოპერის დასს დიდ სცენაზე უმასპინძლებს.
ანჰოის პროვინციის ნაციონალური თეატრი ჩინურ ოპერა “მაკბეტს“ წარმოადგენს.
“პირველად გორში, 19 დეკემბერს, 400 წლიანი ისტორიის მქონე, ჰუიჯუს ოპერის დასი ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე. შექსპირის ცნობილი პიესის ინტერპრეტირება, რომელიც ინოვაციური ქორეოგრაფიის, გამორჩეული ტექნიკის და საოპერო გამოხატულებების შერწყმას წარმოადგენს. ანჰოის პროვინციის ნაციონალური თეატრი წარმოგიდგენთ ტრადიციულ ჩინურ ოპერას “მაკბეტი“, რომელმაც გააოცა პეკინი და მსოფლიოს უჩვენა ინოვაციური იდეებისა და შეუცვლელი უნიკალური ტრადიციის თანხვედრა”,- ნათქვამია გორის დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.