კასპში ინფრასტრუქტურული პროექტების მშნებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ კასპში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა, 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნით. ასევე, მიმდინარეობს ტექნოპარკის მშენებლობა.

“ინოვაციების ცენტრში შესაძლებელი იქნება ტრენინგების, ვორქშოფების და პრეზენტაციების გამართვა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მუშაობა. მოქალაქეებს ასევე, საშუალება ექნება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით, შექმნან თავისი იდეის ან გამოგონების პროტოტიპი. ასევე, აწარმოონ მცირე რაოდენობის პროდუქცია და დაიწყონ ბიზნესი. ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ წინარეხში კი 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება. სოფელ კოდისწყაროში მიმდინარეობს 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.  სოფელ ქვემო გომში, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდება “,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები