როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში დღეს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები