“არსებულ საარჩევნო მოდელს აქვს რესურსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული მოდელით დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარდეს”

მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, ვინც აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებულ საარჩევნო მოდელს აქვს რესურსი 2020 წლის პარლამენტის არჩევნები შერეული მოდელით დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარდეს.

“მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. მრავალმანდატიანი ოლქები ითვალისწინებს გეოგრაფიის და მუნიციპალიტეტების იმდენად გაერთიანებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფარგლებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, რომელმაც აირჩია.

მეორე პრობლემა ის არის, რომ მცირე და დიდ რაიონებს შორის არის არათანაბარი მიდგომა ამ მოდელით. ასევე მესამე პრობლემა არის ის, რომ თვითონ არჩევნებში მონაწილე პარტიებს კანდიდატებთან დაკავშირებით უწევთ შიდა კონკურენცია, რაც იწვევს პარტიული რესურსის დეფრაგმენტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ დიალოგი გრძელდება.

არსებული მოდელის ფარგლებში არის რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ცვლილებები, რომელიც 2020-ის არჩევნებს შერეული მოდელით დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარებას უზრუნველყოფს. თუ რაზე მოხდება შეთანხმება, ამას შემდგომი კონსულტაციები გვიჩვენებს. ამ დღეების განმავლობაში იქნება მოსამზადებელი სამუშაოები რომ განვსაზღვროთ შეხვედრის შემდგომი თემები”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები