გიორგი ვაშაძე: იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა შეურაცხმყოფელი და ანტისახელმწიფოებრივია.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ყველა განცხადება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.
“სალომე ზურაბიშვილზე ერთადერთი რაც მომდის გონებაში, თვითონ ხომ თქვა ამნისტიის უფლება შემიკვეცეთო, მას უნდა შევუზღუდოთ ასევე, საჯარო გამოსვლები. იქნებ კანონი მივიღოთ, რომლითაც საჯარო გამოსვლები შეზღუდული ექნება და მხოლოდ საზოგადოებასთან წინასწარ შეთანხმებით წელიწადში ერთხელ, მაგალითად , ახალ წელს გამოვა ან საშობაოდ, რომ მარტო დღესასწაულები მოგვილოცოს ყოველგვარი სახელმწიფო საკითხების მოხსენიების გარეშე. მაგალითად, უნდა ავუკრძალოთ პრეზიდენტს ჯარზე საუბარი, ეკონომიკაზე, ჩვენს მეზობლებზე საუბარი, იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გადაგვკიდა. მარტო ახალი წელი, შობა, აღდგომა მოგვილოცოს და აქაც, იმედია, შეცდომას არ დაუშვებს. იმიტომ, რომ ყველა მისი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, მხოლოდ ემსახურება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები