“არა ბათუმის ჩაბეტონებას” – ბულვარში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება
ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მწვანე მომავალი“ ბათუმი-რივიერას ტერიტორიაზე შეიკრიბა და ბულვარში მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა იმ ღობეზე, რომლითაც ბათუმი-რივიერას ტერიტორიაა შემოსაზღვრული პულივიზატორებით – “არა ბათუმის ჩაბეტონებას“ და “ჩვენ გვინდა მწვანე მომავალი“ – წარწერები გააკეთეს. მათ მანიფესტიც წაიკითხეს, რომელიც საჯარო და მწვანე სივრცეების განადგურებას ეხება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც დაანონსდა.
ცნობისთვის, რივიერა-ბათუმის ტერიტრიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ,,სილქ როუდ ჯგუფი“ და თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. სამშენებლო კომპანიამ ტერიტორია რამდენიმე დღის წინ შემოღობა.