შალვა კერესელიძე ყაზბეგში მიმდინარე პროექტებს გაეცნო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ქირიკაშვილთან ერთად, ყაზბეგში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასა.

გრძელდება დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის მოწყობა. გასულ წელს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის შენობას. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა გუდაურში. მომავალი წლიდან გუდაურში მცხოვრებ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სკოლამდელი განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ. აღსანიშნავია, რომ დაბაში საბავშვო ბაღს არასოდეს უფუნქციონირია.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსების რემონტი დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში. სრული რეაბილიტაცია უტარდება ადმინისტრაციის შენობას დაბა სტეფანწმინდაში.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებზე რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებს და შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა პროექტები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები