ჩოხატაურში, აქცია “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ჩოხატაურის ბაზარში “სამოქალაქო მოძრაობის” აქცია – “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები “ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა. ამბობენ, რომ დეპუტატების მუშაობით კმაყოფილები არიან.

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია.

“სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია, ვითომ შემთხვევით, ბაზარში “ოცნების“ დეპუტატები გვხვდებიან. მაჩვენონ თუნდაც ერთი საქმე წურბელა დეპუტატების გაკეთებული, დავიხურავ ქუდს, მოვიხდი ბოდიშს და წავალ. საქმე იმაშია, რომ ვერაფერს მაჩვენებენ. წილოსანს ფულის კეთების მეტი არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კამპანიის ფარგლებში ბაზარში ნინო წილოსანის შესახებ ბუკლეტებს არიგებენ. ამბობენ რომ კამპანიის მიზანი არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები